← Back to Tours

რაჭა-ლეჩხუმში ჩაფლული ებრაული ამბავი

⏱ 06:30 - 21:00 📍 ონი და ლაილაში
რაჭა-ლეჩხუმში ჩაფლული ებრაული ამბავი
რაჭა, ჩემთვის, ბებიაჩემის გამომცხვარ „ბაჭულებთან" ასოცირდება. ჩემი ბებიები, მაყვალა და ლამარა, წარმოშობით რაჭიდან იყვნენ. ერთი ამბროლაურიდან, მეორე კი ონიდან. რაჭველების იკა-უკა ბავშვობიდან ჩამესმოდა, მაგრამ, მაშინ, დაჯერებაც კი გამიჭირდებოდა, რომ საქართველოს ამ მშვენიერი მხარის სანახავად ებრაული მემკვიდრეობა და ჩემი პროფესია ამიყვანდა. 2022 წლის აპრილში, იერუსალიმში, არქივში რაჭიდან ჩამოტანილი ფოტოები და მასალები გადმომიგზავნეს. ონელ ებრაელებს სკოლა გაეხსნათ და მასწავლებელთა სიებიც დაებეჭდათ. ხიტიბაშვილი, ჩაჩაშვილი და სხვები. 1920-ანი წლების ბოლოს ონს ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარკ პლისეცკიმ, ააკითხა და რაჭველი ებრაელების ყოფა გადაიღო. სახელები, სახლები და დროში გაყინული ამბები. 1990-ანების დასაწყისში კი ამ ქალაქს და მის შეუდარებელ სინაგოგას ფრანგმა ფოტოგრაფმა, ფრედერიკ ბრენერმა, მოაშურა და ონელთა ნიშნობა, ქორწინება, ბავშვის დაბადება, სინაგოგის ყოფა და გარდაცვალება ფირზე დააფიქსირა. იქვე, საათზე ცოტა მეტის სავალზე, კიდევ უფრო შემაღლებულ მთებში, ლაილაშში, ქართველ ებრაელთა კიდევ უფრო მეტად მისტიური და ბურუსით მოცული თემი სახლობდა. არავინ იცის, როდის და საიდან, ჩვენს რეგიონში აღმოჩენილი უძველესი თორა, ხან ალექსანდრიაში რომ იწერებოდა და ხან სირიაში, ლაილაშში საიდან მოხვდა. იერუსალიმში დაბრუნებულმა კი ლაილაშის ამბების მოკვლევა დავიწყე. ისევ სახეები, სახლები და დროში გაყინული ამბები. პირველად ჩემი კარიერის განმავლობაში, 25 ოქტომბერს, შემოდგომის ამ თბილ კვირა დღეს, რაჭა-ლეჩხუმის ებრაული ამბის ქართულენოვან ექსკურსიაზე გეპატიჟებით. ორი სინაგოგა, 1 სასაფლაო, 1 ებრაული სკოლა და პლისეცკისა და ბრენერის კადრებით აწყობილი რაჭა-ლეჩხუმური ამბავი, რომელმაც საქართველოს მთიანეთში სრულიად განსხვავებული ებრაული თქმულება შექმნეს. თბილისიდან დილაუთენია, 06:30 საათზე, გავალთ. ონში ვისაუზმებთ, კაფე "ონუკაში", სინაგოგის გვერდით რომაა. შემდეგ ონის ებრაულ უბანსა და სინაგოგას მოვივლით. ონში გავაცოცხლებთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საზოგადო მოღვაწეების, ბააზოვების ოჯახის, ამბავს და ონის კავშირს კაბალიზმთან. შუადღეს ვისაუზმებთ და გზას ლაილაშისაკენ გავაგძელებთ. გავიცნობთ ლაილაშის ბიბლიის ისტორიას, სინაგოგისა და სასაფლაოს მოწყობის უნიკალურ სტილს. ერთად წავიკითხავთ რამდენიმე ქვას და საქართველოს ებრაული საფლავის ქვების უნიკალურობაზეც ვისაუბრებთ. ჩემი ექსკურსიების ერთგული მონაწილეებისათვის - ამ ერთდღიანი ექსკურსიის ერთი ბილეთი უდრის ორს, შესაბამისად, შეიძინეთ მხოლოდ ერთი ბილეთი და დაპატიჟეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, რათა რაჭა-ლეჩხუმის მთებში ჩაფლული ებრაული ისტორიაც ერთად აღმოაჩინოთ. ექსკურსიაზე მიღებული სრული ჰონორარი კი, ტრადიციულად, საქართველოს ებრაულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მასალების მოძიება-შეძენას მოხმარდება.

Starting from

€ 95.00

Available Dates

No dates currently available. Please contact us for private tours.

Number of Participants

Total
Book Now

Please select a date to continue

About This Tour

რაჭა, ჩემთვის, ბებიაჩემის გამომცხვარ „ბაჭულებთან" ასოცირდება. ჩემი ბებიები, მაყვალა და ლამარა, წარმოშობით რაჭიდან იყვნენ. ერთი ამბროლაურიდან, მეორე კი ონიდან. რაჭველების იკა-უკა ბავშვობიდან ჩამესმოდა, მაგრამ, მაშინ, დაჯერებაც კი გამიჭირდებოდა, რომ საქართველოს ამ მშვენიერი მხარის სანახავად ებრაული მემკვიდრეობა და ჩემი პროფესია ამიყვანდა.

2022 წლის აპრილში, იერუსალიმში, არქივში რაჭიდან ჩამოტანილი ფოტოები და მასალები გადმომიგზავნეს. ონელ ებრაელებს სკოლა გაეხსნათ და მასწავლებელთა სიებიც დაებეჭდათ. ხიტიბაშვილი, ჩაჩაშვილი და სხვები. 1920-ანი წლების ბოლოს ონს ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარკ პლისეცკიმ, ააკითხა და რაჭველი ებრაელების ყოფა გადაიღო. სახელები, სახლები და დროში გაყინული ამბები. 1990-ანების დასაწყისში კი ამ ქალაქს და მის შეუდარებელ სინაგოგას ფრანგმა ფოტოგრაფმა, ფრედერიკ ბრენერმა, მოაშურა და ონელთა ნიშნობა, ქორწინება, ბავშვის დაბადება, სინაგოგის ყოფა და გარდაცვალება ფირზე დააფიქსირა.

იქვე, საათზე ცოტა მეტის სავალზე, კიდევ უფრო შემაღლებულ მთებში, ლაილაშში, ქართველ ებრაელთა კიდევ უფრო მეტად მისტიური და ბურუსით მოცული თემი სახლობდა. არავინ იცის, როდის და საიდან, ჩვენს რეგიონში აღმოჩენილი უძველესი თორა, ხან ალექსანდრიაში რომ იწერებოდა და ხან სირიაში, ლაილაშში საიდან მოხვდა. იერუსალიმში დაბრუნებულმა კი ლაილაშის ამბების მოკვლევა დავიწყე. ისევ სახეები, სახლები და დროში გაყინული ამბები.

პირველად ჩემი კარიერის განმავლობაში, 25 ოქტომბერს, შემოდგომის ამ თბილ კვირა დღეს, რაჭა-ლეჩხუმის ებრაული ამბის ქართულენოვან ექსკურსიაზე გეპატიჟებით. ორი სინაგოგა, 1 სასაფლაო, 1 ებრაული სკოლა და პლისეცკისა და ბრენერის კადრებით აწყობილი რაჭა-ლეჩხუმური ამბავი, რომელმაც საქართველოს მთიანეთში სრულიად განსხვავებული ებრაული თქმულება შექმნეს.

თბილისიდან დილაუთენია, 06:30 საათზე, გავალთ. ონში ვისაუზმებთ, კაფე "ონუკაში", სინაგოგის გვერდით რომაა. შემდეგ ონის ებრაულ უბანსა და სინაგოგას მოვივლით. ონში გავაცოცხლებთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის საზოგადო მოღვაწეების, ბააზოვების ოჯახის, ამბავს და ონის კავშირს კაბალიზმთან. შუადღეს ვისაუზმებთ და გზას ლაილაშისაკენ გავაგძელებთ. გავიცნობთ ლაილაშის ბიბლიის ისტორიას, სინაგოგისა და სასაფლაოს მოწყობის უნიკალურ სტილს. ერთად წავიკითხავთ რამდენიმე ქვას და საქართველოს ებრაული საფლავის ქვების უნიკალურობაზეც ვისაუბრებთ. 

ჩემი ექსკურსიების ერთგული მონაწილეებისათვის - ამ ერთდღიანი ექსკურსიის ერთი ბილეთი უდრის ორს, შესაბამისად, შეიძინეთ მხოლოდ ერთი ბილეთი და დაპატიჟეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი, რათა რაჭა-ლეჩხუმის მთებში ჩაფლული ებრაული ისტორიაც ერთად აღმოაჩინოთ.

ექსკურსიაზე მიღებული სრული ჰონორარი კი, ტრადიციულად, საქართველოს ებრაულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მასალების მოძიება-შეძენას მოხმარდება. 

Gallery

Gallery image 1
Gallery image 2
Gallery image 3
Gallery image 4
Gallery image 5
Gallery image 6
Gallery image 7
Gallery image 8

Join the Community

Receive stories, tour announcements, and course updates. No spam—only history worth remembering.

Gallery image
Image of